ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან წლინახევრის ბავშვი გადმოვარდა.
ოჯახის წევრების თქმით, ბავშვი ფანჯრის რაფაზე ავიდა, სავარაუდოდ, წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გადმოვარდა. ინციდენტის დროს სახლში არასრულწლოვნის ბებია, ბაბუა და დედა იმყოფებოდნენ.
ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი.
ექიმის ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდარზე შსს-მ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.