18 ნოემბერი 2024,   01:43
ვრცლად
კემეროვოს მერიამ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად დაკარგულთა ოფიციალური რიცხვი დაასახელა

კემეროვოს მერიამ სავაჭრო ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად დაკარგულთა ოფიციალური რიცხვი დაასახელა. ამ დროისთვის უცნობია 38 ადამიანის ბედი. მათ შორის 29 ბავშვია.

მშობლების მიერ შექმნილ შტაბში ასევე მოიპოვეს ინფორმაცია 85 დაკარგულის შესახებ და სია პროკურატურას გადასცეს. ოფიციალური ინფორმაციით კი ტრაგედიას 64 ადამიანი ემსხვერპლა, 41 ბავშვია.

ხანძრის გამომწვევ მიზეზად მოკლე ჩართვა სახელდება.

ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან ხალხმრავალი საპროტესტო აქცია გაიმართა. მომიტინგეები რეგიონის ხელისუფლების გადადგომას და ხანძრის შესახებ ნამდვილი ფაქტების გასაჯაროებას მოითხოვდნენ.

დღეს კემეროვოში ვლადიმერ პუტინი იმყოფებოდა. თუმცა, აქციის მონაწილეებს პრეზიდენტი არ შეხვდა. დემონსტრანტებთან მხოლოდ გუბერნატორი მივიდა და ტრაგედიის გამო, ბოდიში მოუხადა.

დღის ამბები