18 ნოემბერი 2024,   01:48
ვრცლად
კახეთში საქონლის 4 სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

კახეთის რეგიონში საქონლის 4 სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, გეგმიური შემოწმების დროს ობიექტებზე კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა.

თელავში, წნორსა და ლაგოდეხში ბიზნესოპერატორები 1000-1000 ლარით დაჯარიმდნენ.

ნაწილმა არსებული დარღვევები უკვე გამოასწორა და საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცა.

„სურსათის გადამუშავებისას ხდებოდა ტემპერატურული რეჟიმების დარღვევა, ზოგადი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა იყო არასაიმედო და აღჭურვილობებს და მოწყობილობებს არ უტარდებოდათ დეზინფექცია,“ - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი ინსპექტორმა, ნანა ახალმოსულიშვილმა.

დღის ამბები