მსოფლიო დღეს თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.
1961 წლიდან, UNESCO-ს საერთაშორისო თეატრის ინსტიტუტის ორგანიზებით, ამ თარიღს დედამიწის ხუთივე კონტინენტზე 90-ზე მეტი ცენტრი აღნიშნავს, მათ შორის საქართველოც.
ამ დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრში ხელოვანები შეიკრიბნენ და UNESCO-ს თეატრის ინსტიტუტის ქართულ ცენტრზე, მასში გაწევრიანების მნიშვნელობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.