18 ნოემბერი 2024,   01:37
ვრცლად
ეს იყო პასუხი ყველა ტკივილისთვის, ცრემლისთვის, დამცირებისთვის - საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი

„ბრძოლამ შედეგი გამოიღო და მან დატოვა დაკავებული თანამდებობა,“ - ეს განცხადება საჯარო რეესტრის ყოფილმა თანამშრომელმა, ეკატერინე მესხიძემ, გააკეთა, რომელმაც პაპუნა უგრეხელიძე სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა.

მისი სახელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობიდან გადადგომის შემდეგ თავად პაპუნა უგრეხელიძემ გაასაჯაროვა.

ეკატერინე მესხიძის თქმით, მისი ვინაობის გასაჯაროების გამო, ის აპირებს, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართოს.

„მინდა, მივმართო ყველას, პირველად თქვენი ეთერის საშუალებით, რომ ეს იყო პასუხი ყველა იმ ტკივილისთვის, ყველა იმ ცრემლისთვის, ყველა იმ დამცირებისთვის, შეურაცხყოფისთვის. დღესაც მწერს ათეულობით ადამიანი რეესტრიდან, მირეკავს და მადლობას მიხდის, რომ მე შევძელი და ვიხსენი ისინი ამ კოშმარული გარემოდან. ყველაფერს ველოდებოდი ამ ადამიანისგან, მაგრამ არა ასეთ აბსურდულ ბრალდებებს. ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ მან ეს პოლიტიკურ ჭრილში გადაიტანა რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს იმ ბრალდებასთან და პრობლემასთან, რაზეც ვსაუბრობ,“ - განაცხადა ეკატერინე მესხიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები