სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია TV MR GE ბაზრის კიდევ ერთ მთვლელს - შპს ტრი მედია ინტელიჯენსს დემპინგური ფასებით ოპერირებაში ადანაშაულებს.
საქმე ეხება კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მეირ გამოცხადებულ ტენდერს. კომისია რეიტინგების შესყიდვას 59 000 ლარად გეგმავდა, თუმცა, ტენდერში მონაწილე შპს ტრი მედია ინტელიჯენსმა ფასი 601 ლარამდე დასწია.
ეს კომპანია 25 ქართული სატელევიზიო არხის რეიტინგს მარეგულირებელ კომისიას თვეში 45 ლარად მიაწვდის, რაც TV MR GE-ის ხელმძღვანელის თქმით, "დემპინგური ფასებით ოპერირებაა".
„ერთადერთი მიზანი პრეტენდენტის ქცევის აღქმის, სავარაუდოდ, არის ის, რომ მას ნებისმიერ შემთხვევაში სურდა ტენდერის მოგება იმიტომ, რომ ჩვენ ასე დაბალ ფასად სერვისს ვერავის შევთავაზებთ. დემპინგური ფასის შეთავაზება ემსახურებოდა კონკურენტის ჩამოშორებას და მისთვის სასურველი შეკვეთის მიღებას, “- აცხადებს TV MR GE-ის ხელმძღვანელი, ნინო გოგოლაძე.