სილქნეტი და ჯეოსელი გაერთიანდა. ჯეოსელის 100-პროცენტიანი წილის მფლობელი სილქნეტი გახდა.
გარიგების ღირებულებამ 153 მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა.
გაერთიანებული კომპანია მომხმარებლებისთვის ინოვაციურ პროდუქციას და ახალ სერვისებს შესთავაზებს.
პრეზენტაციას საქართველოს ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრიც ესწრებოდნენ.