ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში - ამ სახელწოდების კონფერენცია ქალთა გაძლიერების კვირეულის ფარგლებში გაიმართა.
კვირეულის განმავლობაში დაგეგმილია მეწარმე ქალთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვაც. გამოვლინდა წლის ლიდერი ქალი პოლიტიკაში, ბიზნესსა და არასამთავრობო სექტორში.
„ყველა ის პრობლემა, რომელიც ჩვენ თანასწორობის კუთხით გვაქვს, იქნება ეს, მაგალითად, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, ანაზღაურებაში ძალიან დიდი სხვაობები თუ ა.შ., თუ ძალადობის პრობლემა, არის დიდწილად გამომდინარე იქიდან, რომ პირადი დამოუკიდებლობა აქვთ ნაკლები ან შეზღუდული ქალებს.
"ასე რომ, ეკონომიკური გაძლიერება სწორედ ის არის, რაც ნამდვილად აძლიერებს ქალებს და აძლევს შესაძლებლობას, თავი დააღწიონ სხვადასხვა პრობლემებს,“ - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, თამარ ჩუგოშვილი.