18 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
300-წლოვანი ევკალიპტი მწვანე კონცხზე რჩება - გაერთიანებულმა ოპოზიციამ ივანიშვილს აუქციონი მოუგო

ბიძინა ივანიშვილი მორიგი რჩეული ევკალიპტის გარეშე დარჩა. ტერიტორია, სადაც 300-წლოვანი ხე დგას სახელმწიფოს კუთვნილებაშია და ფინანსთა სამინისტრო იძულებული გახდა, აუქციონი გამოეცხადებინა. ვაჭრობა კი გაერთიანებულმა ოპოზიციამ მოიგო.

3 საუკუნის ევკალიპტი 20020 ლარად შეისყიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ევკალიპტი ბიძინა ივანიშვილის ეზოში ვეღარ აღმოჩნდება, მწვანე კონცხზე დარჩება.

300-წლოვანი ხე ფინანსთა სამინისტროს აუქციონზე 7000 ლარად ჰქონდა გამოტანილი.

ოპოზიციას 10-დღიანი ვადა აქვს ევკალიპტის ხის შესყიდვისთვის. პარტიები დარწმუნებულები არიან, რომ თანხის მობილიზებას შეძლებენ. ისინი უახლოეს დღეებში სპეციალურ ანგარიშის ნომერს გამოაცხადებენ, სადაც ნებისმიერ მოქალაქეს თანხის გადარიცხვა შეეძლება. 

დღის ამბები