18 ნოემბერი 2024,   01:49
ვრცლად
"პირველი მოთამაშე მზადყოფნაში" - ლოს ანჯელესში სტივენ სპილბერგის ახალი ბლოგბასტერის პრემიერა გაიმართა 

ლოს ანჯელესში სტივენ სპილბერგის ახალი ბლოგბასტერის პრემიერა გაიმართა.

"პირველი მოთამაშე მზადყოფნაში" - ასე ჰქვია ფილმს, რომელიც მაყურებელს 2040-იან წლებში ოჰაიოს შტატში ამოგზაურებს და თავგადასავლების დაუსრულებელ ჯაჭვს შესთავაზებს. ფილმში მოვლენები მომავალში ვითარდება.

2045 წლის ამერიკა ერნესტ ქლაინის ნოველის მიხედვით შეიქმნა, სადაც თინეიჯერების ჯგუფი დღეებს უსასრულოდ ატარებენ ვირტუალური რეალობაში.

მსახიობებისთვის საოცნებო რეჟისორის ახალი ბლოკბასტერი - "პირველი მოთამაშე მზადყოფნაში", კინოთეატრებში მსოფლიო მასშტაბით 28 მარტიდან გამოვა.

 

 

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი 

დღის ამბები