„ეს ჰესიც თუ დაემატება, მთლიანად ალაზანი ექცევა მილებში. შესაბამისად, მოხდება მდინარის დაშრობა, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს ეკოსისტემას,“ - ამის შესახებ განცხადება პანკისის მკვიდრმა, მარსელ ბაღაკაშვილმა, გააკეთა.
მისი თქმით, ხადორჰესი3 გაივლის ბაწარის ნაკრძალზე, რაც გამოიწვევს ეკოსისტემის შეცვლას და ალაზანში იშვიათი სახეობების განადგურებას, მათ შორის არის წითელ წიგნში შეტანილი წითელწინწკლებიანი კალმახი.
მისივე თქმით, პანკისი არ ეწინააღმდეგება იმ ეკონომიკურ სარგებელს, რომელიც შეიძლება, მოიტანოს ჰესების მშენებლობამ, თუმცა, ეს არ უნდა გაკეთდეს ბუნების განადგურების ხარჯზე.