GAMA Consulting-ის დირექტორი, ზურაბ მგალობლიშვილი, ჰესების მშენებლობებზე არჩევანის ეთერში საუბრობს.
მისი თქმით, 2011 წელს ნამახვანის კასკადის პროექტზე უარყოფითი დასკვნა დაწერეს, რის შემდეგად, ინვესტორმა ახალ პროექტში უკვე გაითვალისწინა შენიშვნები.
ზურაბ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ ჰესების მშენებლობის დროს, რა თქმა უნდა, ცვლილებები ხდება, თუმცა, სახელმწიფო კატასტროფის წინაშე არ დადგება.
„ჩვენი დოკუმენტი გადის ექსპერტიზას გარემოს დაცვის სამინისტროში და იქაც საკმაოდ პრინციპული შენიშვნებით და პირობებით რეგულირდება ნებართვის გაცემის დროს. ამიტომ ჩვენ ვთვლით, რომ მოხდება გარკვეული პირობების გაუარესება, მაგრამ მართვადია,“ - განაცხადა მგალობლიშვილმა.
ზურაბ მგალობლიშვილმა ადგილობრივების კრიტიკას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მესტია ჭალაში 5 საჯარო განხილვა ჩატარდა ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით.