18 ნოემბერი 2024,   01:31
ვრცლად
ადგილი ექნება სინესტის ზრდას, ქარის სიჩქარის ზრდას... - სპეციალისტები ადასტურებენ, რომ ტვიშში ჰესის მშენებლობა კლიმატს შეცვლის

GAMA Consulting-ის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ტვიშში ჰესის მშენებლობას  კლიმატის ცვლილებები მოჰყვება.

როგორც ჯუგული ახვლედიანმა აღნიშნა, ჰესის მშენებლობას მოჰყვება, როგორც სინესტის მატება, ასევე ქარის სიჩქარის ზრდაც.

„კლიმატის გარკვეული ცვლილებები იქნება და ეს ჩვენს ანგარიშში მოცემულია. ადგილი ექნება სინესტის შეფარდებითი ტენიანობის ზრდას, გარკვეულად ქარის სიჩქარის ზრდას, გარკვეულად ტემპერატურის მომატებას,“ - განაცხადა ჯუგული ახვლედიანმა.

მისივე თქმით, ტვიშის მოსახლეობის შიში, რომ  კლიმატის ცვლილებები გამოიწვევს ადგილობრივი ყურძნის ჯიშის გადაშენებას, საფუძველს მოკლებულია. ჯუგული ახვლედიანის თქმით, "ერთადერთი, რაც შეიძლება, მოხდეს, აგროტექნიკური ღონისძიებების ცოტა გაძლიერება".

„შეწამვლა გაცილებით ხშირად დასჭირდება, ვიდრე აქამდე სჭირდებოდათ,“ - განაცხადა ჯუგული ახვლედიანმა. 

დღის ამბები