18 ნოემბერი 2024,   01:59
ვრცლად
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში რუსთაველის აფორიზმები რომ ჩაწერონ, ნებართვა მაინც გაიცემა - „მწვანე ალტერნატივის“ მონიტორინგის კოორდინატორი

„აქ რომ ვიღაცამ რუსთაველის აფორიზმები ჩაწეროს, ნებართვა მაინც გაიცემა,“ - ეს განცხადება მწვანე ალტერნატივის მონიტორინგის კოორდინატორმა, დათო ჭიპაშვილმა, GAMA Consulting-ის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებზე საუბრისას გააკეთა.

დათო ჭიპაშვილი GAMA Consulting-ის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნას აკრიტიკებს. ის GAMA Consulting-ს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების copy-paste-ში ადანაშაულებს.

„გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში კეთდება უბრალოდ, სიმბოლურად ნებართვის მოსაპოვებლად. სამწუხაროდ, ინვესტორი, რომელიც ფულს იხდის ამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში, არც ის არ ეცნობა ამ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს. უფრო მეტიც, GAMA Consulting-ს უკვე ისეთ დონეზე აქვს დაყენებული სახელმწიფოსთან საქმე, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებს არ კითხულობს უკვე აღარც გარემოს დაცვის სამინისტრო იმიტომ, რომ ძალიან ნათლად მოწმობს ამას ის გაცემული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, სადაც უკვე გარემოს დაცვის სამინისტროც copy-paste-ებით გადააქვს,“ - განაცხადა ჭიპაშვილმა.

ამ ბრალდებების საპასუხოდ GAMA Consulting-ის გარემოს დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯუღული ახვლედიანმა, აღნიშნა, რომ "600-გვერდიან დასკვნაში მექანიკური შეცდომა შეიძლება, გაიპაროს".

დღის ამბები