18 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ბათუმში, საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში მაშველებმა ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში,  ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს.
სამაშველო ბრიგადა გორგილაძის ქუჩაზე, შეტყობინების საფუძველზე მივიდა.

წინასწარი ინფორმაციით, 37 წლის ქალის ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქალი ბინაში ქირით ცხოვრობდა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რის გამოც ბინის მეპატრონემ 112-ში დარეკა.

რა გახდა ქალის გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.  შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები გვიანობამდე მუშაობდნენ.

გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

დღის ამბები