„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ბოლო სამი წლის განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის მიერ ხეების გადატანისა და ამ მიმართულებით სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესწავლას იწყებს.
მიზეზად არასამთავრობო ორგანიზაციაში საკითხისადმი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს ასახელებენ.
საია-ში აცხადებენ, რომ მთავარი მიზანია დადგინდეს ხეებს გადატანის დროს რამდენად არის დაცული კანონი, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ.
შესაბამისი მოთხოვნით ორგანიზაციამ რამდენიმე უწყებას უკვე მიმართა.
„ჩვენი მიზანია ვნახოთ, ჩვეულებრივი მოქალაქე ან კომპანია, არის თუ არა იგივე თანაბარ პირობებში, როგორც შეიძლება იყოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებული კომპანია. თუკი ადმინისტრაციული ორგანოები არ მოგვაწვდიან ინფორმაციას, თითოეულ მათგანთან მიმართებაში მოვამზადებთ სასარჩელო განცხადებებს,“-განაცხადა საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძემ.