18 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
ჯართი და ჯღანი კორპუსი დააშენეს თავზე ადამიანებს - ხაბეიშვილი იყალთოს გორაზე მიმდინარე მშენებლობაზე საუბრობს

იყალთოს გორაზე, ტუსკიას 18 ნომერში ადგილობრივი მოსახლეობა მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებს. შეკრებილების მტკიცებით, 7 სართულიანი კორპუსის მშენებლობა კანონდარღვევით მიმდინარეობს. მათივე თქმით, შედეგად დაზიანდა მათი სახლები.

გარდა ამისა, არ არის დაცული მეზობელ შენობებთან მინიმალური დისტანციაც. არსებული ვითარებას ადგილზე გაეცნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. ლევან ხაბეიშვილი შექმნილ ვითარებაში გამოსავალს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სახლების აშენებაში ხედავს.

„ერთადერთი გამოსავალი ამ ჯართის და ჯღანის აშენების შემდეგ ამ ადამიანებისთვის არის შემდეგი: კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც დააშენეს საცხოვრებელი კორპუსი თავზე, დააკმაყოფილონ ეს ადამიანები და ისინიც გაიყვანონ“- ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

დღის ამბები