ზუგდიდის სოფელ ინგირიდან სოფელ კახათში ბიძინა ივანიშვილისთვის კიდევ ერთი ხე გადაიტანეს.
მთელი ღამის განმავლობაში პარალიზებული იყო ზუგდიდი ანაკლიის ცენტრალური გზა, 15-მდე სოფელს კი ელექტროენერგია ჰქონდა გათიშული.
რამდენიმე ადგილას ავარიული მდგომარეობა შეიქმნა, რადგან ხე ელექტრო ბოძებსა და გზის მეორე მხარეს მდებარე ხეებს შორის ვერ გაეტია.
ხის გადასატანად სპეციალურად დროებითი გზაც დააგეს. ხეს მომავალ კვირას ევკალიპტებთან ერთად შეკვეთილში მიიტანენ.
„ეს არის დაახლოებით 80 წლის და არის მარადმწვანე მუხა. 30 ათას ლარად გავყიდე,“- ამბობს ხის ყოფილი მფლობელი დავით ჭეჟია.