18 ნოემბერი 2024,   00:38
ვრცლად
ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილის პოსტზე ნიშნავენ პირს, რომლის წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული - ყოფილი ბრალდებული

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებებს აპროტესტებენ. მიკროსაფინანსო კომპანია "ლენდოს" დაყაჩაღების საქმეზე ყოფილი ბრალდებული  გიორგი კუკავა ამტკიცებს, რომ ზუგდიდის პოლიციის უფროსად გიორგი გვილავას კანდიდატურა განიხილება, რომელიც მისი თქმით, პირადად მონაწილეობდა მისი საქმის მასალებისა და მტკიცებულებების გაყალბებაში.

სასამართლომ დაკავებული კუკავა მოგვიანებით გაამართლა. უფლებამოსილების  გადამეტების ბრალდებით მთავარ პროკურატურაში გვილავას წინააღმდეგ საჩივარი უკვე შეტანილია.

„მინდა მინისტრს ხმა მივაწვდინო, რომ გიორგი გვილავამ და ლევან კვირკვაიამ, რომლებიც თანამდებობრივად ახლა არიან ზუგდიდის პოლიციის უფროსის მოადგილეები, გააყალბეს ჩემი საქმე, ჩემი ექსპერტიზები.

გიორგი გვილავა არ დაინიშნოს ამ თანამდებობაზე. ამ ადამიანის მიმართ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე პროკურატურაში,“- ამბობს კუკავა.

დღის ამბები