18 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
ილიაუნის სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრს ელექტროენერგიის კაბელი "თელასის" თანამშრომლებმა შემთხვევით გადაუჭრეს

რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრი.

ორგანიზაციას თელასმა ელექტროენერგიის კაბელი გადაუჭრა. მსგავსი ფაქტი უკვე მეორედ მოხდა. ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ არაერთი მცდელობის მიუხედავად მან თელასიდან განმარტებები ვერ მიიღო.

თეა გოდოლაძე აცხადებს, რომ კომპანიის ცხელ ხაზზე დაკავშირებისას რამდენჯერმე განუმარტა ოპერატორებს, რომ სეისმური მონიტორინგის ცენტრის სისტემიდან გათიშვა დაუშვებელია. ამ დროისათვის ცენტრს ელექტროენგერიის მიწოდება აღუდგა, თუმცა შეფერხების გამო აპარატურა დაზიანდა და ცენტრის ფუნქციონირება შეიზღუდა.

დღის ამბები