18 ნოემბერი 2024,   00:46
ვრცლად
ხელფასების მატება და სოციაულური შეღავათები - მაღაროელები "ჯორჯიან მანგანეზის" მმართველს შეხვედებიან

საპროტესტო აქციის ნაცვლად მაღაროელები დღეს მოლაპარაკებათა მაგიდაზე დასხდებიან. ჭიათურის მაღაროში რამდენიმე დღის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ჯორჯიან მანგანეზის მმართველი პროფკავშირებსა და დასაქმებულებს შეხვდება.

მთავარი საკითხი სწორედ უსაფრთხოების ნორმების დაცვა იქნება. ასევე განიხილება მაღაროში დასაქმებულთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობები და ხელფასების მატების საკითხი.

„მოთხოვნები ძირითადად უკავშირდება შრომის პირობებს უკავშირდება ხელფასების მატებას და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გარკვეულ სოციალურ შეღავათებს,“- აცხადებს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე თამაზ დოლაბერიძე.

დღის ამბები