თანხის მითვისების ბრალდებით დაკავებული სალომე მიქაძის ახლობლებმა ფოთში საპროტესტო აქცია გამართეს.
მათი მტკიცებით, მიქაძე, რომელსაც გამოძიება "ბევრილ ჯგუფის“ მაღაზიაში 11 ათასი ლარის მითვისებას ედავება, უკანონო პატიმარია. საკითხის შესწავლას პატიმრის ოჯახის წევრები და მეგობრები სახალხო დამცველისგან ითხოვენ, ასევე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გადახედვის აუცილებლობაზეც საუბრობენ.
სალომე მიქაძეს 7 წლით პატიმრობა აქვს მისჯილი.