18 ნოემბერი 2024,   00:43
ვრცლად
სამების სასულიერო პირი პრეზერვატივის მწარმოებელ კომპანიას მიმართავს

სამების ტაძრის სასულიერო პირი პრეზერვატივის მწარმოებელ კომპანია „აი ისა-ს“ მფლობელებს მიმართავს. მამა რამაზ ჯანგავაძე მოუწოდებს პროდუქციის წარმოებაში ჩართულ ორი გვარის წარმომადგენელს, რომ თვითონვე აღკვეთონ პრეზერვატივების გამოშვება, რომლის შეფუთვაზეც წმინდანებია გამოსახული. სასულიერო პირი ასევე მოუწოდებს სახელმწიფოს, რომ ამ საკითხზე მკაცრი რეაგირება ჰქონდეს.

„ბოროტი ის იარაღია, რომ მერე გამოგიყენოს. ბიზნესის კუთხით  შეიძლება მომგებიანი ყოფილიყო, მაგრამ ცოდვის წინაშე არის უმძიმესი. მათ, ალბათ, არ ეცოდინებოდათ, რომ ამაში იყო ჩადებული წმინდანების გამოსახულება. გვარმა, რომელმაც ეს ჩაიდინა, უნდა გამოასწოროს, რომ გვარზე არ გადავიდეს ეს ცოდვა,“- განაცხადა მამა რამაზ ჯანგავაძემ

დღის ამბები