საყდრისის კომიტეტი ეკონომიკის სამინისტროს უკანონო ქმედებებში ადანაშაულებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრების განცხადებით, სახელმწიფო უწყება კომპანია "ჯორჯიან მაინინგ კორპორეიშენს" ხელს უწყობს სალიცენზიო პირობების დარღვევაში და ეხმარება, რომ საკუთარი საქმიანობა კანონდარღვევით წარმართოს.
„ჯორჯიან მაინინგ კორპორეიშენი“ "არემჯი ჯგუფის“ პარტნიორია.
საყდრისის კომიტეტის წევრები მოუწოდებენ ეკონომიკის სამინისტროს, გაასაჯაროონ დოკუმენტაცია, თუ როგორ მოახერხა კორპორაციის დამფუძნებელმა ქვეყანაში მისი საქმიანობის დაწყება.