ხმაურიანი დაპირისპირება თბილისის მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელსა და ბიბლიოთეკარებს შორის. სოციალურ ქსელში დღეს კონფლიქტის ვიდეო კადრები გავრცელდა.
შეხვედრას, რომელსაც 35-მდე ბიბლიოთეკარი ესწრებოდა, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი ხელმძღვანელობდა. ორ-საათნახევრის განმავლობაში სოფო ხუნწარია ბიბლიოთეკარებს ტესტირების აუცილებლობის შესახებ ესაუბრებოდა, შეხვედრის მეორე ნაწილი უკვე ხმამაღალ ლაპარაკში გადაიზარდა. ვიდეოში ისმის, რომ ხუნწარიამ ბიბლიოთეკის თანამშრომლებს უყვირა და მოსმენისკენ მოუწოდა.
მერიაში მისული ქალბატონები, ბიბლიოთეკის რეფორმის ერთ-ერთ ნაწილს, თანამშრომლების ტესტირებას აპროტესტებდნენ. ისინი ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი რეფორმის ნაცვლად უსამსახუროდ დარჩენილ მოქალაქეებს მიიღებენ. ბიბლიოთეკის თანამშრომლები თბილისის მერს სთხოვენ, რომ თუკი ტესტირება აუცილებელია 1 წლით მაინც გადაავადოს.
ტესტირებისთვის მოსამზადებლად დრო თანამშრომლებს მაისის ბოლომდე აქვთ. მათ მოუწევთ ტესტირებამდე 140 გვერდისგან შემდგარი პროგრამა გადაიმეორონ. საკითხები, რომლის ჩაბარებას მოუწევთ მხოლოდ მათი საქმიანობის სფეროს შეეხება.