NASA მზის საკვლევ ზონდს 31 მარტს მერილენდის შტატიდან ფლორიდაში გაგზავნის, საიდანაც ის ივლისში მზეზე ისტორიულ მისიას შეასრულებს.
კოსმოსურმა ზონდმა უნდა გაუძლოს ისეთ მაღალ ტემპერატურას, როგორიცაა 1,371 ცელსიუსი, ასევე უნდა გაუძლოს ულტრახმოვან გამოსხივებას და მძლავრ რადიაციას, რადგან ის მზისგან მხოლოდ 7 მილიონი კილომეტრის დაშორებით წრეზე იმოძრავებს.
მონაცემები, რომელსაც ხომალდი დედამიწაზე 140 მილიონი კილომეტრის დაშორებიდან გამოგზავნის, მეცნიერებს შესაძლებლობას მისცემს, გაარკვიონ რატომ არის მზის ატმოსფერო მის ზედაპირზე უფრო ცხელი.
იმისთვის, რომ 2024 წლის დეკემბერში მზის ორბიტაზე მოხვდეს, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ლაბორატორიის მეცნიერების მიერ შექმნილი ზონდი 7-ჯერ შემოუფრენს ვენერას.
NASA-მ ხომალდის ასაშენებლად და კოსმოსში გასაშვებად მილიარდნახევარი დოლარი გამოყო. ხომალდი პატარა მანქანის ზომაა და იმისთვის, რომ მზის კორონა გაზომოს და ნიმუშები აიღოს, ის ხუთი სამეცნიერო ხელსაწყოთი აღჭურვეს.
კოსმოსური ზონდი მზის ორბიტას 24 ჯერ შემოუფრენს, თითოეული ახალი ციკლით კი უფრო მეტად მიუახლოვდება ვარსკვლავს.
ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი.