„ნაციონალური მოძრაობა“ პენსიონერებისთვის ახალი საპენსიო კონცეფციის გაცნობას განაგრძობს. პარტიის ლიდერებმა შეხვედრები გლდანში, საბურთალოსა და ვაკეში გამართეს.
ოპოზიციაში განმარტავენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია 400 ლარამდე გაიზრდება.
„ენმ“-ის ლიდერმა, ნიკა მელიამ პენსიონერებს გლდანში პირადად გააცნო მისი გუნდის ახალი საპენსიო კონცეფცია. პენსიის გაზრდა რომ შესაძლებელია, ნიკა მელიამ პენსიონერებს წინა ხელისუფლების გამოცდილებით დაუსაბუთა.
ახალი საპენსიო რეფორმის შესახებ პირადად მიაწოდა ინფორმაცია საბურთალოს მცხოვრებლებს გიორგი ბარამიძემ. ლიდერის თქმით, პარტია, რომელმაც საპენსიო ფონდი 11-ჯერ გაზარდა, ამჯერად პენსიას ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებითა და ეკონომიკური ზრდით შეძლებს.
თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ზაალ უდუმაშვილმა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრთან ერთად ვაკეში, ერთ-ერთ პენსიონერს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ინიციატივის დეტალები განუმარტეს.
"ნაციონალური მოძრაობის" ახალ საპენსიო კონცეფციას უკვე იცნობენ საგარეჯოში, კასპსა და ქუთაისში. ოპოზიციური პარტია ახალი ინიციატივის შესახებ შეხვედრებს რამდენიმე დღეში, გორში გეგმავს.