18 ნოემბერი 2024,   00:22
ვრცლად
დაზვერვის სამსახურს 0%-იანი გამჭვირვალობა აქვს - IDFI-ის კვლევა

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში - IDFI -მ ბოლო 7 წლის განმავლობაში არსებული ვითარება შეისწავლა.

არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საჯარო ინფორმაციის მოთხოვნებზე გაცემული პასუხების ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი - (90%) 2013 წელს ფიქსირდება.

ყველაზე ღია უწყებებად კი გასული წლის მაჩვენებლებით, გარემოს, სასჯელაღსრულების, ენერგეტიკისა და სპორტის სამინისტროები დასახელდნენ.

ყველაზე დახურული უწყების სიაში კვლევის მიხედვით შემოსავლებისა და დაზვერვის სამსახურები, ასევე ფინანსთა, ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროები მოხვდნენ.

„შემოსავლების სამსახური, რომელიც უკვე მეორე წელია არ გასცემს ინფორმაციას, დაზვერვის სამსახური, რომელიც 2012 წლიდან ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშვალდებული დაწესებულება იყო და ყოველთვის გასცემდა ჩვენს მოთხოვნაზე პასუხს, წელს საერთოდ 0%-ის გამჭვირვალობა აქვს. 2016 წლის შედეგების მიხედვით იუსტიციის სამინისტრო და არა მარტო სამინისტრო, არამედ მთლიანად სისტემა იყო დასახელებული როგორც ყველაზე დახურული, თუმცა ამ წელს სიტუაცია გარკვეულწილად შეიცვალა უკეთესობისკენ,“-აცხადებს IDFI -ის წარმომადგენელი ლევან ავალიშვილი.  

დღის ამბები