კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების წესში მომზადებულ ცვლილებებს გაასაჯაროებს.
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ინიციატივა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსგან დამოუკიდებელ ინსპექტორს ეხება და მისი უფლებების გაზრდას ითვალისწინებს.
კიდევ ერთი თემა მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების ნორმების დახვეწაა - კამპანია „მინდა ვენდო სასამართლოს“ ფარგლებში კოალიცია მის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებს პარლამენტს დღესვე წარუდგენს.
“ვითხოვთ, რომ არჩევისა და გათავისუფლების წესში შევიდეს ცვლილებები ასევე ინსპექტორს კანონით განესაზღვროს ხელფასის ოდენობა.
რაც შეეხება საფუძველებს დისციპლინური სამართალწარმოების, აუცილებელია დაკონკრეტდეს გარკვეული საფუძვლები რაც არის კანონში“- აცხადებს იურისტი თამთა კახიძე.