18 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
აქცია კისისხევში - მოსახლეობამ დაკავებული თანასოფლელების მხარდასაჭერად თელავი-გურჯაანის საავტომობილო გზა გადაკეტა

ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო თელავი-გურჯაანის საავტომობილო გზა. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში ოთხი ახალგაზრდის დაკავებას აპროტესტებენ. ადგილობრივებმა თელავი გურჯაანის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა გადაკეტეს.

ოთხ მამაკაცს, რომლებსაც დღეს 4 წლიანი პატიმრობა შეეფარდათ, ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება.

აქციის მონაწილეების თქმით, ინციდენტი კისისხეველებს პოლიციასთან 2015 წელს მოუხდათ, რაზეც სასამართლო პროცესები ამ დრომდე მიმდინარეობდა. დაკავებულების ოჯახის წევრების თქმით, ერთ-ერთ მათგანს აიძულებდნენ ეღიარებინა, რომ წლების წინ თელავში მომხდარი მკვლელობის მონაწილეს მოტოციკლი მიჰყიდა.

გზის გახსნა ადგილზე მობილიზებული პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების შედეგად მოხერხდა. აქციაზე შს კახეთის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, შოთა ჭანუყვაძე მივიდა.

დღის ამბები