დისკრიმინაციული საქმეები, რომელიც სასამართლოსა და სახალხო დამცველის ინტერესის ობიექტი გახდა, როგორ მიმდინარეობდა სამართალწარმოების პროცესი და რა შედეგი მოჰყვა მას, - ამ საკითხზე კოალიცია "თანასწორობისთვის" ანგარიშს წარმოადგენს.
საუბარია 2016-2017 წლების პერიოდის 60 საქმეზე. მათ შორის ყველაზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დისკრიმინაციის შემთხვევაა. მას მოსდევს დისკრიმინაციის შემთხვევები სქესის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის და სხვა ნიშნით.
ანგარიშში შესულია სექსუალური შევიწროების შემთხვევა, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის წინააღმდეგ იყო მიმართული.