30 სექტემბერი 2024,   03:24
ვრცლად
ძლიერი სეტყვა კახეთში - სტიქია 10 წუთს გაგრძელდა

სეტყვა კახეთში - ადგილობრივების ინფორმაციით, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სტიქია დაახლოებით, 10 წუთს გაგრძელდა.

სოფლის ტერიტორიული ორგანოს წარმომადგენლის, რევაზ კრაწაშვილის ინფორმაციით, სოფელ ნუკრიანში სეტყვას მნიშვნელოვანი ზიანი არ მოჰყოლია. 

მისივე თქმით, ჯერჯერობით არ ამუშავებულა სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარი, ტექნიკას 1 აპრილიდან გამოიყენებენ. 

დღის ამბები