18 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
13 წლის მოზარდზე თავდასხმა - 22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეს ბრალი ორი მუხლით წაუყენეს

22 წლის აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელსაც გამოძიება 13 წლის მოზარდზე თავდასხმას ედავება, ბრალი ორი მუხლით წაუყენეს. სიცოცხლის მოსპობის მუქარა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანება.

„პირველი, 151 მუხლი გულისხმობს სიცოცხლის მოსპობის მუქარას. რაც შეეხება 19/117-ე მუხლს, ანუ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობას, ეს არის მე-5 ნაწილის ბ ქვეპუნქტით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე,“ - განაცხადა ადვოკატმა, გიორგი მდინარაძემ.

ადვოკატს უკვე გადაეცა საქმის მასალები. დაცვის მხარე არ გამორიცხავს, რომ საქმის  წარმოება შეჩერდეს მას შემდეგ, რაც ექსპერტიზის დასკვნა გახდება ცნობილი.

ადვოკატის ვარაუდით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები