არასამთავრობო სექტორი მოსამართლეების კონტროლის აუცილებლობაზე საუბრობს. ორგანიზაციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების წესში მომზადებული ცვლილებები გაასაჯაროვა.
სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ინიციატივა იუსტიციის უმაღლეს საბჭოსგან დამოუკიდებელ ინსპექტორს და მისი ფუნქციების გაზრდას ეხება. კოალიცია საკანონმდებლო წინადადებებს პარლამენტს წარუდგენს.
„იმ შემთხვევაში, თუკი მოსამართლე გარკვეულ გადაცდომას ჩაიდენს მასზე რეაგირების საშუალებები არსებობს, თუმცა ეს საშუალებები არ არის დახვეწილი და ფაქტობრივად, საშუალებას აძლევს იმ გავლენიან ჯგუფს, რომელიც არის დღეს სასამართლო სისტემაში, მოსამართლეების ჯგუფს ვგულისხმობ, გამოიყენონ ეს სისტემა სათავისოდ და ფაქტიურად დასაჯონ ის მოსამართლეები, რომლებიც არ მოსწონთ.
ამიტომ მნიშვნელოვანია დავხვეწოთ ეს სისტემა“- აცხადებს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური.