სამების ახალგაზრდულ ცენტრში სოციალური ქსელით გავრცელებულ სკანდალური თამაშის, ე.წ. ლურჯი ვეშაპის ირგვლივ დღეს დისკუსია გაიმართა. ლურჯი ვეშაპის ირგვლივ სამსჯელოდ საპატრიარქოს ინიციატივით ფსიქოლოგები სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები შეიკრიბნენ.
შეხვედრაზე მსჯელობდნენ, როგორ შეიძლება მოხდეს პრევენცია ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად მოზარდებში და როგორი შეიძლება იყოს ეკლესიის როლი ამ საკითხში.
შეხვედრას შსს-ს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, რომელთა განცხადებით, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს და საქმის დეტალების გასაჯაროება ვერ ხერხდება.