18 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციები გამკაცრდება

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის სანქციები გამკაცრდება - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გაიზრდება საჯარიმო თანხები და შესაძლოა, გარკვეულ ობიექტებს საქმიანობა შეუჩერდეს.

"საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი გვაქვს მომზადებული, სადაც მაქსიმალურად ვამკაცრებთ სანქციებს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებსაც აქვთ უფლება იცოდნენ, ასეთი ობიექტების შესახებ, რათა უფრო მეტად იყოს დაცული მათი ჯანმრთელობა," - განაცხადა მღებრიშვილმა.

დღის ამბები