”მაჩვენეთ, რომ კანონის წინაშე მე და თქვენ თანასწორი ვართ,” - ასე მიმართავს კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის მკვიდრი საქართველოს პრეზიდენტსა და მთავრობას.
ის ამბობს, რომ უკვე 2 წელია, სამართალს ვერ პოულობს და სისტემატურად ხდება დაცინვის ობიექტი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან.
ეკა პაპაშვილის შვილს, გიორგი მანგოშვილს, თავისსავე სოფელში 2016 წელს მანქანა დაეჯახა. მძღოლი მიიმალა და სოციალურად დაუცველი ოჯახი მარტო დარჩა წარმოქმნილ პრობლემებთან. დაზარალებულები დაცვას და სიმართლის დადგენას უკვე სახელმწიფოსგან ითხოვენ.