პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი პროექტის ქიზიყელი გოგონები ცვლიან მონაწილეებს წნორში შეხვდა.
პროექტის მიზანს ქალთა სამოქალაქო აქტივიზმის კვლევა და წახალისება წარმოადგენს. სიღნაღის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელში შეიქმნა საზოგადო მოღვაწე ქალთა ღია მუზეუმი.
გიორგი აბაშიშვილმა სწორედ სოფლის ახალგაზრდების მიერ შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე წარმოდგენილი ფოტოგამოფენა დაათვალიერა, რომელიც სიღნაღის მუნიციპალიტეტში აქტიური ქალების ისტორიებს ასახავს.
„ცოდნის კაფე ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში გადაიქცა ადგილად, სადაც იმართება უამრავი სხვადასხვა ტიპის საინტერესო აქტივობა, საინტერესო დისკუსია, საინტერესო გამოფენა, მათ შორის, დღევანდელი გამოფენა, რომელიც ეძღვნება იმ ქალბატონებს, რომლებიც უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს ახორციელებდნენ, ვთქვათ, აქ ადგილობრივ არეალში და საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი მხარს უჭერს ცოდნის კაფის აქტივობას,“ - განაცხადა აბაშიშვილმა.