საპროტესტო აქცია მესტიაში - ადგილობრივები ჭალაჰესის მშენებლობისთვის სამშენებლო ტექნიკის შეყვანას აპროტესტებენ.
ერთ-ერთი ადგილობრივი, 7 თვის ორსული, პროტესტის ნიშნად გზაზე დაწვა, რომ ტექნიკა არ გაეტარებინა.
მესტიელები ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებენ და აფრთხილებენ, არ გამოიყენონ მათ წინააღმდეგ პოლიციის ძალა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სპეციალური დანაყოფები მესტიაში უკვე მობილიზებულია.