18 ნოემბერი 2024,   00:23
ვრცლად
საპროტესტო აქცია მესტიაში - ადგილობრივებთან მოსალაპარაკებლად შს მინისტრის მოადგილე ჩავიდა

საპროტესტო აქცია მესტიაში - ადგილობრივებთან მოსალაპარაკებლად ცოტა ხნის წინ შს მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძე ჩავიდა.

კახაბერ საბანაძის თქმით, გამოძიება მიმდინარეობს და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ დამნაშავე პირი დააკაონ.

აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში არიან შეკრებილები და ჭალაჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.

შეკრებილები სამშენებლო ტექნიკას გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. ერთ-ერთი ქალბატონი, რომელიც 7 თვის ორსულია, პროტესტის ნიშნად გზაზე დაწვა.

მესტიელები ხელისუფლებას სიცრუეში ადანაშაულებენ და აფრთხილებენ, არ გამოიყენონ მათ წინააღმდეგ პოლიციის ძალა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, პროცესები, შესაძლოა, უმართავი გახდეს.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სპეციალური დანაყოფები მესტიაში უკვე მობილიზებულია. მესტიელები იმ საფრხეებზე საუბრობენ, რომელიც შესაძლოა, ჰესის მშენებლობას მოჰყვეს. 

დღის ამბები