18 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
საფინანსო კომპანია "საქართველოს" დაზარალებულებმა დაკავებული მფლობელის მხარდამჭერი აქცია გამართეს

საფინანსო კომპანია საქართველოს დაზარალებულებმა კომპანიის ფაქტობრივი მფლობელის, მერაბ ფერაძის, მხარდასაჭერად აქცია გამართეს. 

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, მსგავსი აქციები არ იქნება ერთჯერადი და იგი პერმანენტულად გაგრძელდება, არა მხოლოდ ციხესთან, არამედ სხვა სახელმწიფო სტრუქტურების მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა მერაბ ფერაძის გათავისუფლება მოხდეს. 

“დაზარალებულთა მხრიდან მსგავსი აქციების გამართვა ლოგიკურია, ვინაიდან ამით ისინი უპირისპირდებიან შექმნილ უსამართლობას. მერაბ ფერაძე დაკავებულია და სასჯელს იხდის აბსურდული ბრალდებით, რომლის დამადასტურებელი არავითარი მტკიცებულებები არ გააჩნია ბრალდების მხარეს. ყველაფერ ამას კი ათასობით დაზარალებულის ინტერესები ეწირება. დაზარალებულებს ესმით შექმნილი ვითარება და ითხოვენ დროულ რეაგირებას, რათა მოხდეს მერაბ ფერაძის გათავისუფლება, კვლავ ამუშავდეს მისი საწარმოები და ეტაპობრივად მოხდეს დაზარალებულების დაკმაყოფილება,“ - განაცხადა დაზარალებულების  ადვოკატმა, ქრისტინე ფიფიამ.

დღის ამბები