18 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის კანდიდატი - გადაწყვეტილების მისაღებად ომბუდსმენს ვადა დღეს ეწურება 

ამ დრომდე უცნობია ვის დაასახელებს სახალხო დამცველი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში საკუთარ კანდიდატად.  გადაწყვეტილების მისაღებად ნინო ლომჯარიას ვადა დღეს ეწურება.

არ არის გამორიცხული ომბუდსმენის მიერ დასახელებული კანდიდატი ია მამალაძე იყოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობის ორი კანდიდატი დეპუტატებმა მიმდინარე კვირას უნდა დაამტკიცონ.

„ევროპული საქართველო“ უმცირესობის კვოტით კიდევ ერთხელ ასახელებს ნინია კაკაბაძეს, რომლის კანდიდატურაც წინა განხილვაზე უმრავლესობამ ჩააგდო.

ათი დღის წინ პარლამენტმა ვაკანტურ თანამდებობებზე უმრავლესობის კვოტით ზაზა შათირიშვილი, აჭარის მთავრობის წარდგენით კი ბესიკ ლილუაშვილი დაამტკიცა.

„ჩვენ ვცდილობთ, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური პირები და ისეთი ადამიანები იყვნენ საბჭოში, რომელთაც აქვთ მუშაობის თვალსაზრისით ყველა ის მონაცემი, რაც საბჭოს მუშაობას ხელს შეუწყობს და არ იქნება დატვირთული პოლიტიკური განწყობებით. ასე რომ ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც ოპოზიცია შემოგვთავაზებს, მე პირადად ნებისმიერ კანდიდატს ვერ დავუწერ მხარს. აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ვინ არის ეს კანდიდატი,“-აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ბესელია.

დღის ამბები