17 ნოემბერი 2024,   23:46
ვრცლად
„სამი შვილი დარჩა ობლად...რა ვუყო... რა მეშველება არ ვიცი..." - მინდელის შახტთან გარდაცვლილების ახლობლები იმყოფებიან

ტყიბულში მინდელის შახტთან გარდაცვლილი მეშახტეების ოჯახის წევრები და ნათესავები იმყოფებიან. მათი თქმით, ამ დრომდე გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცი, თუ რამ გამოწვია უბედური შემთხვევა, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა.

„სამი ბავშვი დარჩა პატარა. 10 წელია მუშაობს. 46 წლის იყო. ტალღამ გადაყარა და მიახეთქა,“- ამბობს ტყიბულის შახტში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევისას დაღუპული ერთ-ერთი მეშახტის ახლობელი, ჟიული ქურციკიძე.

გარდაცვლილების ახლობლები ყვებიან რომ ტრაგიკული შემთხვევები მინდელის სახელობის შახტში ხშირად ხდება.

„სამი შვილი დარჩა ობლად... ერთია 1 წლის, მეორე 2 წლის, მესამე 6 წლის. რა ვუყო რა მეშველება, არ ვიცი, არ ვიცი რა ვქნა. არაფერს მეუბნებიან. არ ვიცით არაფერიო. აქ ბევრი მოხდა ასეთი ავარიები,“- ამბობს ერთ-ერთი გარდაცვლილის ბიძა ჯონდო ბოჭორიშვილი. 

უბედური შემთხვევა მინდელის შახტში დღეს დილით, გამთენიისას მოხდა.

სამხარეო პოლიციის უფროსის განცხადებით, შემთხვევის შესახებ შეტყობინება დილის 05:00 საათზე შევიდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 240-ე მუხლით არის დაწყებული.

დღის ამბები