17 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
რეკომენდაციები ნაწილობრივი იყო შესრულებული - ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, მინდელის შახტი გასული წლის ივნისში შემოწმდა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის განცხადებით, მინდელის შახტში არსებული მდგომარეობა გასული წლის ივნისში შეისწავლეს.

როგორც ელზა ჯგერენაია ამბობს, განმეორებითი მონიტორინგისას პრობლემების ნაწილი აღმოფხვრილი იყო თუმცა, როგორც ჯგერენაია ამბობს, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები ზოგადად არსებობს. ამის მიზეზად ჯგერენაია რეგულაციების არარსებობას ასახელებს.

"მინდელის შახტი ჩვენ შევისწავლეთ გასულ წელს ეს იყო ივნისის თვეში. შესაბამისად, გაიცა რეკომენდაციები იმ დარღვევებზე, რასაც მოჰყვა განმეორებითი ინსპექტირება სადაც მოხდა, შესწავლა რამდენად იყო გათვალისწინებული შენიშვნები. განმეორებით მონიტორინგისას ნაწილობრივ იქნა გათვალისწინებული რეკომენდაციები. მეტ-ნაკლებად შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემები ზოგადად არსებობს, იმიტომ, რომ რეგულაციები არ იყო აქამდე,“-ამბობს ჯგერენაია.

დღის ამბები