17 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
საქართველოდან რუსი დიპლომატის გაძევება-კარასინი თბილისის ამ ნაბიჯით იმედგაცრუებულია

მოსკოვში მიაჩნიათ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება დასავლეთის ქვეყნების, უპირველესად კი დიდი ბრიტანეთისა და შეერთებული შტატების ზეწოლით მიიღო. განცხადება ამის შესახებ "რია ნოვოსტისთვის" მიცემულ ინტერვიუში გრიგორი კარასინმა გააკეთა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, მოსკოვი თბილისის ამ ნაბიჯით იმედგაცრუებულია. პარალელურად, "რუსთავი 2-ის" წყაროს ცნობით, რუსმა დიპლომატმა საქართველო უკვე დატოვა. "კურიერის" ინფორმაციითვე, რუსეთის საგარეო უწყება ამ ეტაპზე საპასუხო ზომების საკითხის შესწავლის პროცესშია.

დღის ამბები