30 დეკემბერი 2024,   21:01
ვრცლად
ღაზაში შეტაკებების დროს დაღუპული ჟურნალისტი დაკრძალეს

ღაზაში შეტაკებების დროს დაღუპული ჟურნალისტი დაკრძალეს.

30 წლის მამაკაცი ერთ-ერთ ადგილობრივ სააგენტოში ოპერატორად მუშაობდა და საზღვარზე მიმდინარე საპროტესტო აქციას აშუქებდა, როდესაც ისრაელის არმიის ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს. ექიმებმა დაჭრილი კორესპონდენტის გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

ის 29-ე პალესტინელია, რომელიც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ისრაელი-ღაზის საზღვარზე მიმდინარე შეტაკებებს ემსხვერპლა.

დაპირისპირების შედეგად მხოლოდ გუშინ 10 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობამ კი ათასს გადააჭარბა.

დღის ამბები