30 დეკემბერი 2024,   20:59
ვრცლად
დარღვევები ციანიდის საქმეში - "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" დეკანოზ მამალაძის საქმის სამართლებრივი რევიზიის შედეგები გამოაქვეყნა

დარღვევები ციანიდის საქმეში - ადამიანის უფლებათა ცენტრმა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის სამართლებრივი რევიზიის შედეგები გამოაქვეყნა და დარღვევები გამოავლინა. მთავარ პრობლემად ამ საქმეში სასამართლოს სხდომების დახურვაა მიჩნეული.

იურისტები მიიჩნევენ, რომ მოსამართლეებმა ვერ დაასაბუთეს სხდომების დახურვის საჭიროება და ამით პროცესები საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე წარიმართა.

მათი შეფასებით, ასევე დაირღვა დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმპცია, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, რადგან ადვოკატებს დააკისრეს გაუთქმელობის ვალდებულება, როდესაც პროკურატურა დაუბრკოლებლად ასაჯაროებდა მტკიცებულებებს.

„სხდომის დახურვამ, გასაიდუმლოებულად წარმართვამ მაშინ, როდესაც ამის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, კიდევ უფრო მეტი კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, რომ პროკურატურა და სასამართლო შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რომ საქმეზე სამართლიანი განაჩენი არ დამდგარიყო, რაც საგანგაშოა,“ - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის  აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, თამარ ავალიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები