17 ნოემბერი 2024,   22:44
ვრცლად
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა - სამოქალაქო სექტორი ინიციატივათა პაკეტს წარადგენს 

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ საზოგადოებას სასამართლო სისტემის რეფორმირების პაკეტს წარუდგენს. ინიციატივა უკვე პარლამენტს.

სამოქალაქო სექტორში თვლიან, რომ პირველ რიგში უნდა მოხდეს იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და საბჭოს გაყოფა, რათა სკოლა აღარ იყოს საბჭოზე დამოკიდებული.

მეორე ინიციატივა კი სასამართლოს თავმჯდომარეთა ინსტიტუტის რეფორმას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც უნდა აიკრძალოს ერთდროულად სასამართლოს თავმჯდომარისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობა.

„იუსტიციის უმაღლეს სკოლას არ აქვს დამოუკიდებლობა, რაც პრობლემას იწვევს იმ კუთხით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრულად აკონტროლებს, როგორც მოსამართლეების მსურველების მიღების პროცესს, ასევე მათი დანიშვნის პროცესს.

განსაკუთრებულად პრობლემური საკითხი ეს არის თავმჯდომარეები. თავმჯდომარეებს ერთპიროვნულად, ბუნდოვანი წესით ნიშნავს საბჭო, რაც ჩვენ გვაფიქრებინებს იმას, რომ საბჭო ძალიან სუბიექტურია ინტერესით მოქმედებს,“-განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა გიორგი გვილავამ.

დღის ამბები