30 დეკემბერი 2024,   20:43
ვრცლად
ლავროვი სირიაში ქიმიურ თავდასხმას უცხოელი აგენტების მიერ დადგმულს უწოდებს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში ქიმიურ თავდასხმას უცხოელი აგენტების მიერ დადგმულს უწოდებს.

სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს უტყუარი მტკიცებულებაც აქვს, რომ შეტევა ქიმიური იარაღის გამოყენებით არ მომხდარა. მისივე თქმით, სცენარი, რომ თითქოს სირიაში ხალხი მოიწამლა რუსოფობიის კამპანიის ნაწილია.

დასავლეთი კი ამ შეტევის საპასუხოდ სამხედრო ოპერაციის დაწყების საკითხს განიხილავს.

საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. თუმცა ცნობილია, რომ სამხედრო მოქმედებებში უშუალოდ ჩაერთვებიან შეერთებული შტატები, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი.

ქალაქ დიუმაში ქიმიურ თავდასხმას 70 ადამიანი ემსხვერპლა.

საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი უკვე გაემგზავრა სირიაში. ისინი აღმოსავლეთ გუთაში მტკიცებულებების შეგროვებას ხვალიდან დაიწყებენ.

დღის ამბები