30 დეკემბერი 2024,   20:34
ვრცლად
„ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებულები, m2-ის წარმომადგენლები და გუკა რჩეულიშვილი მთავარი პროკურორის მოადგილეს შეხვდნენ

„ცენტრ პოინტისგან“ დაზარალებულები, სამშენებლო კომპანია “m კვადრატის“ წარმომადგენლები და გუკა რჩეულიშვილი დღეს მთავარი პროკურორის მოადგილეს შეხვდნენ. რამდენიმესაათიანი შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

დაზარალებულები „ცენტრ პოინტის“ მიერ შემოთავაზებულ პირობებს არ ეთანხმებიან და “m კვადრატთან” ინდივიდუალური ხელშეკრულებების გაფორმებას ითხოვენ.

“m კვადრატი” ამ შეთავაზებაზე უარს ამბობს, თუმცა დღეს კომპანიის წარმომადგენლებმა ხელშეკრულებაში ჩადებული დამატებითი გარანტიები დაზარალებულებს კონკრეტულად განუმარტეს.

საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი იურისტებთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებენ.  

დღის ამბები